დონალდ ტრამპი-სამწუხაროა,რომ მოქალაქეებს ბზობისა და აღდგომის ლიტურგიების ყურება კომპიუტერებით მოუწევ
125 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებს შესაძლოა, გარე პერიმეტრზე სოციალური დისტანცირების შესაძლებლობა მისცენ.

დონალდ ტრამპის თქმით, აღნიშნულ საკითხზე დისკუსია გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ბზობისა და აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიებს, აშშ-ის ბევრი სხვა მოქალაქის მსგავსად, კომპიუტერით მიადევნებს თვალს.

„სამწუხაროა, რომ მოქალაქეებს ბზობის და აღდგომის ლიტურგიის ყურება კომპიუტერებით და ლეპტოპებით მოუწევთ“,- თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი კალიფორნიის ეკლესიის პასტორის, გრეგ ლორის სააღდგომო წირვას უყურებს. აღსანიშნავია, რომ პასტორი გრეგ ლორი ტრამპის ღია მხარდამჭერია. თავდაპირველად პრეზიდენტს სურდა ამერიკული ბიზნესის ამუშავება აღდგომის კვირისთვის მომხდარიყო, მაგრამ გასულ კვირას პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ სოციალური დისტანციის რეკომენდაციების მოქმედება აპრილის ბოლომდე გადავადდა.

#usa #holyweek #easter # #news
Mediamall
Tbilisi · 5 months ago
5
Write a comment
Similar Posts