ერთი კოვზით ზიარება და ტაძარში შეკრება შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს - თენგიზ ცერცვაძე

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ , , გიორგი თარგამაძის ფორმულაში” კორონავირუსის პანდემიის პირობებში ზიარების წესსა და რელიგიური რიტუალების შესრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზიარების არსებული ფორმა და სააღდგომო ლიტურგიის შესრულება შეიცავს ინფექციის გავრცელების რეალურ საფრთხეს, ამიტომაც საჭიროა, რომ მედიკოსებმა გამოხატონ საკუთარი პროფესიული პოზიცია. ცერცვაძის შეფასებით, აღნიშნული პოზიცია რწმენასთან და რიტუალების პატივისცემასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. , , მე, როგორც ქრისტიანი, უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ყველა იმ ტრადიციას და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია. მე მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი ფორმატით, ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს, მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, ” - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
#ზიარება
#ზიარებისწესი
#კორონავირუსი
#TbilisiDaily
0