ოპოზიციის 4-პუნქტიანი მოთხოვნებიდან რას თანხმდება მმართველი გუნდი?

Tbilisi Daily

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­სა­მე რა­უნ­დი 7 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს შო­რის აუ­დი­ენ­ცია 11:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა სპექტრმა მათ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ 4-პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი უკვე მი­ი­ღო და 6 დე­კემ­ბრის შეხ­ვედ­რა­ზე სწო­რედ მას­ზე იმ­სჯე­ლა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოპო­ზი­ცი­ის 4 შე­თა­ვა­ზე­ბი­დან 3-ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, უარს ამ­ბობს. კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სა­ვა­რა­უ­დოდ, არ თან­ხმდე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რად­გან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის საქ­მე­ებს წმინ­და სა­მარ­თლებ­რი­ვად მი­იჩ­ნევს და პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს გა­მო­რი­ცხავს. გარ­და ამი­სა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ წი­თელ ხა­ზად რჩე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა, მათ შო­რის სა­კი­თხზე პლე­ბის­ცი­ტის ჩა­ტა­რე­ბაც. იმა­ზე, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ აპი­რებს 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის რა­ი­მე ფორ­მით კი­თხვის ქვეშ და­ყე­ნე­ბას და რომ ამ კუ­თხით პარ­ტი­ის პო­ზი­ცია კვლავ შე­უ­ვა­ლი და მტკი­ცეა, ერთ-ერთი ბოლო გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ა­კე­თა, რომ­ლის თქმი­თაც, გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­კი­თხი მათი მხრი­დან არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. მმარ­თვე­ლი გუნ­დი შე­საძ­ლებ­ლად მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბას მი­იჩ­ნევს და სა­კი­თხზე დის­კუ­სი­ის გახ­სნის მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, ემიჯ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის, მათ შო­რის პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე არა­პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რია, არა­პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა კი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნი ვერ გახ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნა­და­დე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა მომ­დევ­ნო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით და 1%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რით ჩა­ტა­რე­ბას, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შეც­ვლას ით­ვა­ლის­წი­ნებს, “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ნა­წილ­ში დათ­მო­ბის­თვის მზად არის. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ის მიერ, ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 4-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა ასე­თია: 1. უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი გი­ორ­გი რუ­რუა, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი, აკა­კი ხუს­კი­ვა­ძე და აკა­კი კო­ბა­ლა­ძე, ხოლო მათი საქ­მე­ე­ბი უნდა და­ი­ხუ­როს 2. ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა 2021 წელს ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ პლე­ბის­ცი­ტის და­ნიშ­ვნა 2021 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ 3. ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რით (ან 1%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რით), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბით თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს სრუ­ლად პრო­პო­ცი­უ­ლი სის­ტე­მით, ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბით 4. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე უნდა გა­დად­გეს და შე­იც­ვა­ლოს სამი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბით, რო­მე­ლიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიერ. სა­უბ­ნო და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბად უნდა და­ი­ნიშ­ნონ სამი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი. სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი უნდა და­კომ­პლექტდეს 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით (თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან გა­დამ­წყვე­ტი ხმის უფ­ლე­ბის მქო­ნე). რო­გორც ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნას ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ 5 წევ­რის ნო­მი­ნი­რე­ბა. ცეს­კო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს მი­ნი­მუმ 8 წევ­რის უმ­რავ­ლე­სო­ბას.