აპრილი და სავარაუდოდ, მაისის პირველი ნახევარი საქართველოსთვის მძიმე იქნება — გამყრელიძე

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აპრილის თვე და სავარაუდოდ, მაისის პირველი ნახევარი საქართველოსთვის მძიმე და რთული იქნება. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. "ზრდა შემთხვევებისა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად "გაიწელა", ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართოდ გავრცელება და ამით მოვიგეთ დრო. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებით იმაზე ოდნავ ცოტაც არის, შემიძლია გითხართ", — თქვა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ყველამ დაიცვას საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესები. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში პირველი იარაღი სოციალური დისტანცირებაა.
0