ჯანდაცვის მინისტრი ეპიდსიტუაციასა და პიკის დაწყების შესაძლო პერიოდზე საუბრობს

0
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის პიკის დასაწყისი საქართველოში შესაძლოა აპრილის მეორე ნახევარში დადგეს. , , ეს პერიოდი, ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგების მხრიდან არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. ჩვენ პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში. იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი, და სწრაფად მზარდი, რისაც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს 50 პაციენტი დღეში, ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ჰიგიენური ზომების დაცვას, ” - განაცხადა ტიკარაძემ.
#პიკი
#ტიკარაძე
#ეპიდემია
#კორონავირუსი
#tbilisidaily
y
0