ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დაღვევის 238 ფაქტი გამოვლინდა

0
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო დმგლმარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების 238 ახალი დაღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ შსს იუწყება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს." - წერია შსს-ს განცხადებაში. უწყება მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი ზომები.
#politics
#news
#შსს
0