ესპანეთში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი ემსხვერპლა

0
ესპანეთში „კოვიდ 19“-ს ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანური გამოცემა, „ელ პაისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა იკლებს. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ 19“-ის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირება 6 023 ადამიანს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 12 418 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 130 000-ს გადაცდა. ესპანეთში „კოვიდ 19“-ისგან უკვე 38 080 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
#spain
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
0