http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140702
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებით 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 170 შემთხვევა. ამ დროისთვის 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და მთლიანობაში 170-ს შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანია, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 330 პირი.
ამ დროისთვის 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.