“ზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს”

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140703 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ერთი კოვზით ზიარება ვირუსუს გავრცელების საფრთხეს შეიცავს. ცერცვაძე ფიქრობს, რომ გავრცელება დიდ დღესასწაულებზე მოხდება. "როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება - ძველი ფორმატით - ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს მაგალითად ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვაში და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში, მე მაინც ვფიქრობ (თუმცა ეს კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი) მე ვფიქრობ, რომ ამის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე", — განაცხადა "თარგამაძის ფორმულაში" ცერცვაძემ.
0