რუსეთში კორონავირუსის 6 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 186 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 759 203-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 186 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 12 123-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 539 373 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 7 681- ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.