სოფელ შემოქმედში ორსართულიანი სახლი დაიწვა

Tbilisi Daily

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ორსართულიანი სახლი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელმაც ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევა დახმარება.