საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება
Zugdidi Daily
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება.
პანდემიის პერიოდში საბავშო ბაღებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესიდან გამომდინარე, ბაღის აღსაზრდელების კვებისთვის გამოყოფილი თანხით სასურსათო პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს.
საკვები პროდუქტები გადაეცემა ყველას, მიუხედავად სოციალური სტატუსისა.
დარიგების პროცესს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან დადიანი, ააიპ წალენჯიხის
სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია და სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ჯილდა აბულაძე, - ინგორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#სურსათი
#წალენჯიხა
#zugdididaily