2 votes
1 comments
0 shares
Save
173 views
ავთანდილ გვიმრაძე
Tbilisi · 3 months ago

ავთო


ავთანდილ გვიმრაძე
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 6 days ago
კრიმინალური ავტორიტეტი - ტარიელ ფოცხვერია (ტარასა)
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი ტარიელ (ტარას) ფოცხვერია, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 2016 წლის ივნისში სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ძალოვანთა პოზიცია კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენ, მას ქვეყანა დაეტოვებინა. მისი სურვილის მიუხედავად, იძულებული იყო სიმსივნით დაავადებული ფოცხვერია ქვეყნიდან წასულიყო და მეუღლესთან ერთად თურქეთში გადავიდა. მისი მეუღლე ირინა ასათიანი იმჟამად აცხადებდა, რომ ის და მისი მეუღლე თურქეთში სამუდამოდ გადავიდნენ საცხოვრებლად, ვინაიდან მისთვის ნათელი იყო, რომ "იმ სოციალური სტატუსით", რაც ფოცხევრიას ჰქონდა, საქართველოში მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემდნენ. მანამდე ოჯახი და ადვოკატები ფოცხვერიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო წლების განმავლობაში ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, არაერთხელ მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარებაც, მაგრამ არა და არ კმაყოფილდებობა მათი საჩივრები. ბოლოს იმას მიაღწიეს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ უწყებებს ერთობლივი კომისიის ფარგლებში დაევალათ ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება. სწორედ ამ დასკვნის გაცემის შემდეგ გადაწყვიტა სასამართლომ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება, რომელიც სიმსივნის დიაგნოზით ძალიან დიდ ხანს მკურნალობდა მარდალეიშვილის კლინიკაში, სადაც ჯერ კიდევ სოზარ სუბარის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის დროს მოათავსეს. სპეციალურად იყო გამოყოფილი მისთვის პალატა და მკურნალობის ხარჯებს ოჯახი იხდიდა. ვინ იყო ტარიელ ფოცხვერია? ტარიელ ფოცხვერია 1959 წელს, ქუთაისში დაიბადა. ის "კანონიერ ქურდად" 1986 წელს "მონათლეს", მისი "ნათლიები" ელგუჯა კუბლაშვილი და ავთო ჩიხლაძე (კვეჟო) გახლდნენ. 90-იან წლებში ფოცხვერიამ, სხვა ქურდებისგან განსხვავებით, ადგილის დამკვიდრება რუსეთის ნაცვლად უკრაინაში სცადა. ერთხანს იქაურ კრიმინალურ ბიზნესს თითქოს ალღოც აუღო... თუმცა გულხელდაკრეფილი არც მშობლიურ ქუთაისში მჯდარა. მალე ტარიელ ფოცხვერია ბავშვობის მეგობართან, ასევე "კანონიერ ქურდ" მალხაზ მინდაძესთან ერთად, წილებს სათამაშო ბიზნესიდან შუშის მწარმოებელი საამქროებიდან, სამარშრუტო ხაზებიდან, ფერადი ლითონებით ვაჭრობიდან და აფთიაქებიდანაც იღებდა, ამბობენ, ფოცხვერიასთან კარგი ურთიერთობისთვის"ფული ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციასაც "არ ენანებოდაო". მას ციხის ბუნტში დასდეს ბრალი და უკრანიდან ჩამოიყვანეს, ფოცხვერიას ადვოკატის თქმით, ეს უკანონოდ მოხდა. "ის უკრაინაში დააკავეს, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ უკრაინის ძალოვნებს ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. 40 დღე იყო პატიმრობაში. გათავისუფლების დღეს ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინის სამართალდამცავების დახმარებით მოიტაცეს ფოცხვერია. კაცი სასამართლოში უნდა წაეყვანათ, სადაც ადვოკატი და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მანქანამ გზად გადაუხვია და ტარიელი აეროპორტში აღმოჩნდა. საქართველოს აეროპორტში კი ხელბორკილები დაადეს და საკანში შეაგდეს", - აცხადებდა იმჟამად მისი ადვოკატი თინიკო ნაკაშიძე. 2007 წელს 13 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში, 2013 წელს ის ციხიდან გაათავისუფლეს. ციხის კედლების გარეთ ფოცხვერიამ მცირე დრო დაჰყო. გათავისუფლებელ ფოცხვერიას ახალმა ხელისუფლებამ მოსთხოვა, სამ დღეში დაეტოვებინა ქვეყანა. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ასე მოკლე დროში ეს შეუძლებელი იყო, რადგან ფოცხვერია ძალიან მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იწვა. "ტარიელს ქვეყნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვეს, მაგრამ ფიზიკურად არ შეგვეძლო, იმდენად ცუდად იყო. მესამე ოპერაციიდან 2 კვირა იყო გასული, ციხიდან რომ გათავისუფლდა. ახალ ადგილას გაჩნდა სიმსივნე, ამას დაემატა ნევრალგია და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ასე ვერსად წავიყვანდი. ადამიანი საჭმელს ვერ ჭამდა, დაბლენდერებული ფაფის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებდა", - აცხადებდა მისი მეუღლე ირინა ასათიანი. მალევე საწოლს მიჯაჭვული ფოცხვერია ისევ დააკავეს; ამჯერად "კანონიერი ქურდობის" მუხლით. გამოძიება აცხადებდა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები, რომ გათავისუფლებული ფოცხვერია ისევ მონაწილეობდა ქურდული სამყაროს ცხოვრებაში, არჩევდა საქმეებს და აძლევდა მითითებებს ავტორიტეტებს. 2014 წლის 12 თებერვალს საქალაქო სასამართლოში მორიგი ხმაურიანი პროცესი გაიმართა - ტარიელ (ტარას) ფოცხვერიას კანონიერი ქურდობისთის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს... წყარო: კვირისპალიტრა
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 day ago
ვინ არის „კაწროს“ მამა და როგორ გახდა ის „კანონიერი ქურდი“?
ავთანდილ ბილანიშვილის ოჯახმა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, გვრამიას ტელეეთერით დაუზუსტებელი და განზრახ დამახინჯებული ფაქტი გაავრცელა, როდესაც ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ სახელი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირა.„ის, რომ ავთო ბილანიშვილი ამ საქმესთან არაფერ შუაშია და არც რომელიმე ბრალდებულს იცნობს, მოგვიანებით თავად ნიკა გვარამიამაც დაადასტურა, თუმცა მის მიერ გამოგონილი ინფორმაციის, უფრო სწორედ დეზინფორმაციის გამო დღემდე გრძელდება ფსიქოლოგიური წნეხი ბილანიშვილების ოჯახის მიმართ. ავთო ბილანიშვილის ამ საქმეში გარევა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აქვს ბერა ივანიშვილთან, ხოლო მამის ფაქტორის გამო შეეცადნენ წარმოეჩინათ, რომ ხელისუფლება ქურდებთან ერთად შაქარაშვილის მკვლელებს აფარებს ხელს, რაც არის სრული აბსურდი. ავთო ბილანიშვილის მამა წლებია საქართველოში არ და ვერ ჩამოდის“, – ამბობს ადვოკატი. ვინ არის „კაწროს“ მამა? 70 წლის კაკო ბილანიშვილს ქურდულ სამყაროში ნამდვილად კარგად იცნობენ. ბოლოს ის 2013 წელს უკრაინაში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. კაკო ბილანიშვილი საქართველოში ოთხჯერ იყო გასამართლებული, მათ შორის ორჯერ თბილისის, ერთხელ საგარეჯოს და ერთხელ სიღნაღის სასამართლოების მიერ. კაკო ბილანიშვილი წარმოშობით საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან არის, თუმცა მისი ოჯახი წლებია თბილისში, ნახალოვკაში ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ უცხოელმა ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა საქართველოში შემოსვლას მოსალოდნელი დაპატიმრების გამო მაინც ვერ ახერხებს. ბილანიშვილი „კანონიერ ქურდად“ 1995 წელს გიორგი შავლიაშვილმა, მეტსახელად „ბუშლატამ“ აკურთხა, რომელიც ასევე პატარძეულიდან გახლდათ და იქვეა დასაფლავებული.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
გაიგეს რომ გიორგი მკვდარია და 17-დან არც ერთს არ გაუჩნდა სურვილი სიმართლე მოეყოლა…
“იმაზე უბედურება არაფერია, როცა 19 წლის ბიჭი მიწაში ჩააწვინეს….” - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში „ენერგოპრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურის უფროსი, ჟურნალისტი ავთო დვალიშვილი. „ასევე არანაკლებ უბედურებაა, რასაც გიორგის ბიძა ამბობს… თავისი სურვილით არავინ მისულა ჩვენების მისაცემად…. ანუ გაიგეს რომ გიორგი მკვდარია და რა მოხდა, როგორ მოხდა, ამის შესახებ რომ სიმართლე ერთქვათ, ამის სურვილი არავის გასჩენია… 17 ადამიანი დააკავეს და აქედან ერთსაც კი არ გასჩენია სურვილი ის მოეყოლა გამოძიებისთვის რაც თავისი თვალით ნახა… 20-25 წლის კაცმა ვერ გაანალიზოს და ვერ გათვალოს ყველაფერი გამორიცხულია…. ანუ ის გამიზნულად მალავს რაღაცას, თავისი ნებით არ მოყვება გამიზნულად… შესაძლოა 18-19 წლის ბიჭებმა ვერ გათვალონ, ვერ მიხვდნენ რაღაცეებს, მაგრამ მათ ხომ ყავთ მშობლები… მამა, დედა… ნუთუ ერთმა მშობელმა მაინც არ ურჩია შვილს რომ სიმართლე ეთქვა… თუმცა არავინ იფიქროს მშობლებს ვადანაშაულებ რამეში… ყოველთვის არ გამოდის ისე როგორც მშობელს უნდა…. არცერთ მშობელს უნდა თავისი შვილი ასეთი შემთხვევის მონაწილე იყოს…”, - წერს ავთო დვალიშვილი. შაქარაშვილი დვალიშვილი TbilisiDaily
Factz
Tbilisi · 1 day ago
ქართველი ქალები, რომლებიც ფლეიბოისთვის გაშიშვლდნენ!
ნინა წკრიალაშვილი ნინა წკრიალაშვილს პოპულარობა ცნობილი ჟურნალის ქართულ ანალოგში გაშიშვლებამდეც არ აკლდა. ნინა ყოველთვის ყვითელი პრესის სასურველი სტუმარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკალური კარიერა სულ რამდენიმე სიმღერას ითვლიდა, ბევრ პროდუქტიულ ვარსკვლავზე პოპულარული გახლდათ. ნინას ამ გაშიშვლებამ უფრო მეტი პოპულარობა და კიდევ უფრო მეტი კრიტიკა მოუტანა. პრესის ჟურნალისტები ხშირად ეკითხებოდნენ, როგორ რეაგირებდა მისი ოჯახი ჟურნალში მომღერლის შიშველი ფოტოების გამოქვეყნებაზე. ფაქტია, რომ ნინას სხეულის დემონსტრირებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, დღეს კი ეს ნაკლებად ახსოვთ, რადგან მომღერალს ქართული საზოგადოებისთვის შემდეგაც არ მოუკლია ახალ-ახალი სკანდალები. ამის მიუხედავად, დღემდე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართული ''პლეიბოის'' ისტორიაში ნინას ფოტოები ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი გახლდათ. შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ''პლეიბოიში'' გაშიშვლება გარდამტეხი აღმოჩნდა. მანამდე თამუნა ამონაშვილის ერთ-ერთ კლიპში შესრულებული როლით საზოგადოებისთვის თავი გან-საკუთრებულად არ დაუმახსოვრებია. მაშინ მსახიობი დაოჯახებული გახლდათ. როგორც შემდეგ აღნიშნა, ოჯახი ''პლეიბოის'' გამო არ დანგრევია, რადგან ჟურნალის პრეზენტაციაზე მეუღ-ლესთან ერთად გახლდათ. ''პლეიბოის'' მოჰყვა სექსუალური კუკის როლი ''პირველ არხზე'' ერთ-ერთ სერიალში, სადაც პარტნიორობას მალხაზ ქვრივიშვილი და პაატა გულიაშვილი უწევდნენ. მისი პოპულარობა ამის შემდეგ ერთიორად გაიზარდა და წლების განმავლობაში კარიერაში ჩავარდნა არ ჰქონია. ეკრანზე კიდევ ორჯერ მოუწია გაშიშვლებამ, ერთხელ ავთო ვარსიმაშვილის ფილმში ''იდიოტოკრატია'' და მეორედ დათო იმედაშვილის ''ოცნების ქალაქში''. დღეს შორენა სიშიშვლით ხალხს აღარ აკვირვებს, თუმცა ეს იყო საუკეთესო გზა კარიერის ასაწყობად და პირველად ქართულ სინამდვილეში წარმატებული კარიერა წარმატებული გათხოვებით არ დაუნგრევია. შორენა ბეგაშვილი შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ''პლეიბოიში'' გაშიშვლება გარდამტეხი აღმოჩნდა. მანამდე თამუნა ამონაშვილის ერთ-ერთ კლიპში შესრულებული როლით საზოგადოებისთვის თავი გან-საკუთრებულად არ დაუმახსოვრებია. მაშინ მსახიობი დაოჯახებული გახლდათ. როგორც შემდეგ აღნიშნა, ოჯახი ''პლეიბოის'' გამო არ დანგრევია, რადგან ჟურნალის პრეზენტაციაზე მეუღ-ლესთან ერთად გახლდათ. ''პლეიბოის'' მოჰყვა სექსუალური კუკის როლი ''პირველ არხზე'' ერთ-ერთ სერიალში, სადაც პარტნიორობას მალხაზ ქვრივიშვილი და პაატა გულიაშვილი უწევდნენ. მისი პოპულარობა ამის შემდეგ ერთიორად გაიზარდა და წლების განმავლობაში კარიერაში ჩავარდნა არ ჰქონია. ეკრანზე კიდევ ორჯერ მოუწია გაშიშვლებამ, ერთხელ ავთო ვარსიმაშვილის ფილმში ''იდიოტოკრატია'' და მეორედ დათო იმედაშვილის ''ოცნების ქალაქში''. დღეს შორენა სიშიშვლით ხალხს აღარ აკვირვებს, თუმცა ეს იყო საუკეთესო გზა კარიერის ასაწყობად და პირველად ქართულ სინამდვილეში წარმატებული კარიერა წარმატებული გათხოვებით არ დაუნგრევია. ქეთი ყიფშიძე ქეთი ყიფშიძე ''პლეიბოიმდე'' რამდენიმეწლიან სატელევიზიო კარიერას ითვლიდა. მეუღლეს გაშორებული შვილთან ერთად ცხოვრობდა და ნინასთან ერთად ისიც ყვითელი პრესის სასურველი სტუმარი გახლდათ, თუმცა სკანდალებით ნაკლებად გამოირჩეოდა. ხშირად ჩნდებოდა დეიდაშვილ ალანა გაგლოევასთან ერთად. ქეთისთვის ''პლეიბოი'' კარიერული ტრამპლინი ვერ აღმოჩნდა. ჟურნალის გამოსვლიდან მალე დაიკარგა და წლების შემდეგ საზოგადოებაში დაოჯახებული გამოჩნდა. მეუღლე ბიზნესმენი გახლავთ, თუმცა ყოფილი ტელეწამყვანი მის ვინაობას ასაიდუმლოებს. კიდევ ერთი შვილი შეეძინა. დღეს ნაკლებად ხმაურიანად ცხოვრობს და ტელევიზიით თითქმის აღარ ჩნდება. მულატკა მულატკას გამოჩენა ქართულ ტელესივრცეში ერთგვარი რევოლუცია გახლდათ, რადგან ''ჯეობარში'' კამერების წინ პროექტის ერთ-ერთ მონაწილესთან სექსუალურ კავშირსაც არ მოერიდა. ამიტომ მისი ''პლეიბოიში'' გაშიშვლება განსაკუთრებულ სენსაციად არ ქცეულა, თუმცა ფოტოებზე შიშველი, გამომწვევი მულატკა მაინც იქცა განხილვის ობიექტად. ''პლეიბოი'' არც მისთვის ქცეულა წარმატების ფორმულად და ჟურნალთან ერთად მალე მისი პოპულარობაც გაქრა. სკანდალური სახე აღარ ჩნდებოდა საზოგადოებრივ ადგილებში და დაახლოებით ერთი წლის წინ გადაცემა ''პროფილს'' სრულიად შეცვლილი ესტუმრა. დასერიოზულებულ და აკადე-მიურად ჩაცმულ მულატკაში ძალიან რთული იყო, რამდენიმე წლის წინანდელი თამამი გოგონა ამოგეცნოთ. პირად ცხოვრებაზე აღარ ილაპარაკა და წარსულში ჩადენილი ''სიგიჟეები'' საჯაროდ მოინანია.#factz #playboy #begashvili #mulatka #kipshidze #wkrialashvili
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
მკვლელმა მოკლულს ფოტო გადაუღო და ოჯახს გაუგზავნა – დანაპირები აგისრულეთო
რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურში მომხდარმა მკვლელობამ მთელი გურია შეძრა. 26 წლის ავთო კალანდაძე სასტიკად მოკლეს და როგორც ახლობლები ამბობენ, მკვლელმა მოკლულს ფოტო გადაუღო და ოჯახს გაუგზავნა. ავთოს მშობლები საზღვარგარეთ ჰყავდა, მასზე კი მისი უფროსი და ზრუნავდა. ოჯახს ახლობლის ვალი ჰქონდა. როგორც ამბობენ 30 000 დოლარის ოდენობით. მკველობის მოტივად სწორედ ეს თანხა სახელდება. მკვლელობამდე ბრალდებულმა ავთოს მამას შეტყობინება გაუგზავნა – ვალს თუ არ დამიბრუნებ შვილს მოგიკლავო. როგორც ირკვევა მკვლელმა მას სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა, წაქცეულს კი ფოტო გადაუღო და მის დეიდას გაუგზავნა – აი, დანაპირები აგისრულეთ, მოვკალი თქვენი ავთოვო. „ავთოს მის ფულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არ მესმის, რა ვალისთვის უნდა ჩაუსაფრდე ადამიანს ეზოში და სრულიად უდანაშაულო მოკლა” – ამბობს ახლობელი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, გავრცელებული ინფორმაციით მკვლელი უკვე დაკავებულია.
საინფორმაციო სააგანეტო
Tbilisi · 6 days ago
ექსკლუზივი: ბერას მეგობარი "კაწრო" არ არის, ყველამ იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი მამაკაცი - გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ვიდეოს შესახებ გამოძიებამ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლამდეც იცოდა და ისიც იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი პიროვნება. ის ბერა ივანიშვილის მეგობარი „კაწრო“ არ არის. ამის შესახებ „2020NEWS”-ს 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ, იურისტმა მირიან ნიკოლაძემ ექსკლუზიურად განუცხადა. - რამდენად მნიშვნელოვანია გიორგის საქმისთვის ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ გამოკითხვა და გამოძიების მხრიდან ამ ნაბიჯს როგორ შეფასებთ, როგორც იურისტი? მირიან ნიკოლაძე: ვფიქრობ, რომ როგორც აუცილებლობა, ისე შეფასდება, ვინაიდან ამდენი ხანია, ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს და ახსენებს ვიღაც ადამიანების გარკვეულ წრეს. აქ მარტო ამ ადამიანზე არ არის საუბარი, გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს. - კადრები,სადაც გური ამირხანაშვილს ვიღაც თეთრპერანგიანი უახლოვდება და 4 წუთის განმავლობაში, ტრაგედიის ღამეს, ელაპარაკება უკვე თბილისში, შეფასებული იყო გამოძიებაში? - რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს., თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს. -ცნობილია თუ არა თქვენთვის ის ადამიანი, ვინც კადრებში ამირხანაშვილს უახლოვდება, გამოკვლეულია თუ არა, ვინ არის? - სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ -თუმცა ამ თეთრპრეანგიან პიროვნებაზე გამოძებაში მანამდეც იყო მსჯელობა, ვიდრე გასაჯაროვდებოდა კადრები? ამის თქმა გინდათ? - რა თქმა უნდა, აქამდეც იყოს მსჯელობა, აბა რა, ყველამ იცის, ვინ ვინ არის. ახლა, უბრალოდ, აქტუალური ხდება იმის მიხედვით, ვიღაცა თემას რომ ექაჩება, ან აქეთ ან იქეთ. -როგორც თქვენი ლაპარაკიდან ირკვევა, ეს პიროვნება სულაც არ არის ავთანდილ ბილანიშვილი, ანუ ის თეთრპერანგიანი პიროვნება დადგენილია გამოძიების მიერ? ნამდვილად? - კი, კი. - როდის იქნება მზად ექსპერტიზის დასკვნა? - ჯერჯერობით, არ არის მზად. - გიგა ტატიაშვილის დაკავებული ძუდოისტის ადვოკატამა განაცხადა, რომ გური ამირხანაშვილის სიცოცხლეს შესაზლოა, საფრთხე ემუქრება და იგი მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა მოხვდეს. რამე თუ გსმენიათ ამ მოწმისესთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ? -ვერ გეტყვით, პირველად მესმის ამის შესახებ. - საქმის რომელიმე მოწმის სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრებოდეს, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა საგამოძიებო წრეებში? - არა და რამდენადაც ვიცი, ბავშვის თავისუფლად გადააგილებას არ ჰქონია არანაირი პრობლემა. ცნობისთვის, ამ წუთებში, შსს-ში იკითხება ბერა ივანიშვილის მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“. „კაწრო“ უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს. ვიდეოში, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოწმე გურამ ამირხანაშვილთან მიდის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსული უცნობი მამაკაცი, რომელთანაც ის, დაახლოებით, 4 წუთი ლაპარაკობს. გუშინვე, სატელევიზიო ეთერში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს მამაკაცი, სავარაუდოდ, სწორედ ავთო ბილანიშვილია. ბილანიშვილის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ „კაწრო“ ამ დროს დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულება არსებობს.politics news
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 week ago
შსს-ში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება ავთო ბილანიშვილი (კაწრო)
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება ავთო ბილანიშვილი (კაწრო). დაკითხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის გამო იმართება, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ავთო ბილანიშვილიც ფიგურირებს. ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და სადაც მოწმე, გურამ ამირხანაშვილთან ერთად ჩანს უცნობი მამაკაცი. “მთავარი არხის” დამფუძნებლის თქმით, აღნიშნული მამაკაცი სავარაუდოდ ავთო ბილანიშვილია. საქმეში ბილანიშვილის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მისი ადვოკატი, თამარ აბესაძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ დროს ბილანიშვილი დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულებებიც არსებობს.
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 days ago
შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოაცხადონ „კაწროდ“ – რა ფოტოებს ავრცელებს ადვოკატი
ავთო ბილანიშვილის (კაწრო) ადვოკატი თამარ აბესაძე სოციალურ ქსელში გახმაურებულ კადრებში დაფიქსირებული ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „მოკლედ, მეგობრებო ამ ორივე კადრში დაფიქსირებულია მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი, რომელმაც განმარტა რა უნდოდა იმ ღამეს დიდუბეში. მესმის, რომ ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ძალიან სურს რომ კადრში იყოს „კაწრო“, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერაფერი შეცვლის, ვერც ზედთხედით, ვერც ქვეთხედით და ვერც ცხვირპირში მიბჯენილი კამერით გადაღებული კადრები… ვისაც, მართლა სიმართლე აინტერესებს ეს მცირე განმარტება მათთვის, თორემ ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე… მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“, თუ გაცვიათ თეთრი პერანგი, ან ხართ დაახლოებით მსგავსი აღნაგობის და რა თქმა უნდა, თუ ეს სიყალბე სჭირდება პოლიტიკას… კიდევ ერთხელ ვიზიარებ გიორგის ოჯახის მწუხარებას და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას ვისაც სიყალბის ნაცვლად, მართლაც ამოძრავებს 19 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენის გულწრფელი სურვილი“.
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 days ago
"რა­ღა­ცას მტე­ნი­ან, ყვე­ლამ იცის მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ" - რას ამბობს "კაწრო"
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გუ­შინ გვი­ან ღა­მემ­დე კი­თხავ­დნენ ავთო ბი­ლა­ნიშ­ვილს იგი­ვე "კაწ­როს", რო­მელ­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს უკავ­ში­რე­ბენ. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლამ" მას­თან ინ­ტერ­ვიუ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ჩა­წე­რა. რო­გორც "კაწ­რო" ამ­ბობს, არც ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან, არც ე.წ. თეთ­რი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის ეპი­ზოდ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. მი­სი­ვე თქმით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო, როცა ახალ­გაზ­რდა და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. "არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ მაქვს არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან, არც მო­ძა­ლა­დე­ებ­თან. არც ნაც­ნო­ბო­ბა მაქვს არა­ნა­ი­რი, შო­რე­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბაც არ მა­კავ­ში­რებს. ვაფ­შე არ ვიც­ნობ. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი ამო­ი­ღეს, გა­ა­კე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს და დად­გინ­დე­ბა სად ვი­ყა­ვი, კონ­ტაქ­ტი ვის­თან მქონ­და და ა.შ. მი­ვე­ცი ჩვე­ნე­ბა, ისიც, სად ვარ და რას ვშვე­ბო­დი მაგ დღე­ებ­ში - ყვე­ლა­ფე­რი ამო­ღე­ბუ­ლია და ყვე­ლამ იცის, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ. ალი­ბიც მაქვს და სა­ერ­თოდ, ზა­რიც კი არ გა­მიშ­ვია არც ერ­თთან, არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია აბ­სო­ლუ­ტუ­რად. ნამ­დვი­ლად მინ­და აე­ხა­დოს ფარ­და და არ მქონ­დეს ეს ბინ­ძუ­რი ლაქა, შვი­ლი მყავს, ოჯა­ხი მყავს... ძა­ლი­ან მე­წყი­ნა ეგ ამ­ბა­ვი და მით უმე­ტეს, მე რომ რა­ღა­ცას მტე­ნი­ან, ყვე­ლამ იცის მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ" - ამ­ბობს ავთო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უ­ბარ­ში. გა­მო­კი­თხუ­ლის ად­ვო­კა­ტის თქმით, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­კი­თხვა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ და­ი­ბა­რეს, რომ ნიკა გვა­რა­მი­ამ თქვა ასე: "ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­თა­გან არ­ცერ­თს არ იც­ნობს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არ აქვს მათ­თან შე­ხე­ბა და კონ­ტაქ­ტი. მან და­ამ­ტკი­ცა თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და იქ არ ყო­ფი­ლა. ის იმ­ყო­ფე­ბო­და უბან­ში. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან თავი შე­ი­კა­ვოთ. ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის ამ საქ­მე­ში მიკვრა, არის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის ფონი. დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცით ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი, ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ აბე­სა­ძემ. ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, იგი­ვე "კაწ­როს" კავ­შირ­ზე შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არხი" რამ­დე­ნი­მე დღეა სა­უბ­რობს. არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რებ­ში, სა­დაც ჩანს "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­დან" ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს შეხ­ვედ­რა უც­ნობ პირ­თან, ეს პირი სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლია. წყარო: ამბები.ჯი
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
1 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, მარიჯანის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.