ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეხვედრები ღია სივრცეში გამართონ და პირბადე გამოიყენონ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიპოლიტიკოსებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეხვედრები ღია სივრცეში გამართონ. პირბადე კი უნდა ეკეთოს, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ასევე შეხვედრაზე მისულ მოქალაქეს. „რეკომენდებულია და სასურველია, მასმედიის საშუალებებით ხშირად ჟღერდეს, რომ გარდა დახურული შენობებისა, გარეთ სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, ვატაროთ პირბადე. იმიტომ, რომპირბადეზეუკეთესი დამცავი საშუალება ამ პანდემიის პერიოდში,კორონავიურისისწინააღმდეგ ჯერ არ აღმოჩენილა. ამიტომ, პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება, ეს არის მთავარი. ეს არის გზავნილები, რომელიც მუდმივად უნდაიგზავნებოდესმოსახლეობასთან და მოსახლეობა ამას უნდა მიჰყვებოდეს და რაც მთავარია, დიდი თავშეყრის, დიდი დღესასწაულების თავის არიდება. მოგეხსენებათ, ახლა პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, იყოს შეხვედრები გარე სივრცეში და იქაც იხმარონ პირბადეები, როგორც თავად პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. რათა მეტი პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.