300 - ზე მეტი ახალი შემთხვევა - რა ვითარებაა აჭარაში

Batumi Daily

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2, ხოლო გამოჯანმრთელდა 284 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა: "რესპუბლიკური საავადმყოფო 61 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 12.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თირკმლის ქრ. დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული. რესპუბლიკური საავადმყოფო 75 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 10.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ობსტრუქციული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი"-აცხადებენ სამინისტროში. აჭარის კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში მკურნალობს 723 პაციენტი, საკარანტინე სივრცეში 1 426, ხოლო კოვიდსასტუმროებშია -1 127 პირია განთავსებული. თვითიზოლაციაში 11 423 პირი იმყოფება. აჭარაში 100 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში