პირველ აპრილს რო კაცი მთავარის ჟურნალისტს დაუჯერებ...მეტის ღირსი ვარ! - გიორგი გოგეშვილი

0
გიორგი გოგეშვილი facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს და მთავარი არხის ჟურნალისტებს მიმართავს. გოგეშვილი აცხადებს, რომ მანდ ინტერვიუ მისცა მთავარი არხის ჟირნალისტს თამთა დოლენჯაშვილს, გააცნო სერტიფიკატიც, რომელიც პირბადეების დასამზადებლად აქვს. ჟურნალისტის მიერ მომზადებული სიუჟეტი კი სრულიად განსხვავებულ რეალობას ასახავს. გთავაზობთ სტატუსს უცვლელად: გიორგი გოგეშვილი: რეკავს გოგო - თამთა ვარ დოლენჯაშვილი მთავარი არხიდან. მოვალ, სიუჟეტს მოვამზადებთ პირბადეებზეო. მოვიდა. ჩაწერა. ჩამწერა. ნახა სერტიფიკატი, რომ სერტიფიცირებულია ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ, ტესტირებული მსოფლიო მნიშვნელობის, ლუგარის ლაბორატორიაში. ოპერატორს უთხრა - გადაიღე კარგადო. გადაიღო ოპერატორმა კარგად. მერე მკითხა - ვინმე თუ იცი, რო ადგილზე ამზადებდეს პირბადეებსო? ერთ-ერთი, ვინც ადგილზე ამზადებდა და თან მაღალი სტანდარტით, დავაკავშირე. იქვე შეუთანხმდა - ჩაგწერო. წავიდა. ისიც ჩაწერა. დადგა სიუჟეტის გაშვების დღე. მშობელი რო სკოლის ზეიმზე თავისი, პირველ კლასელი ბავშვის გამოჩენას ელოდება სცენაზე, ისე ველოდებოდი ჩემს თავს ტელევიზორში. მოვიდა სიუჟეტის დრო. ვუყურე მთელ გადაცემას. არსად ვჩანდი, ტყუილად დავიზაფრე რაღაცა სროლებზე ლაპარაკის მოსმენით. ვიფიქრე - არც ისე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ამბავი და ალბათ ხვალ გავეძრობი - მეთქი. მომდევნო დღესაც ვუყურე, იქაც არაფერი. რაღაცა კაბელების საქმე 7 წლის მერეო - ბაზრობდნენ. გამოვრთე. წეღან გადის სიუჟეტი. აღარც სერტიფიკატი, აღარც მნიშვნელოვანი საკითხები, საერთოდ სხვა ნასაუბრები, კონტექსტიდან ამოღებული, საოცრად გადაბრუნებული, შეცვლილი და გაშვებული. ჩემი თავი რო ვერ მეცნო და პროსტა მომესმინა და ვერც ხმა მეცნო, მტყუანს შევაგინებდი, ისეთი იბაზრა "მე"-მ. თუ არ იცით გარეთ რა ამინდია და მთავარი არხი ამინდის პროგნოზში ამბობს - გარეთ წვიმს და ქარიაო. შეგიძლიათ დაუფიქრებლად, საცურაო კოსტუმით გახვიდეთ გარეთ და იზაგრაოთ. დამცავი დაგჭირდებათ, თორე დაიწვებით. დეზინფორმაციის მთავარი არხი, როგორ ხართ? _____ სერიიდან - მე ვარ დებილ'ი, გამეთიშა უნდა ტელ'ეფონი და მაგი იქნებოდა კარგი. პირველ აპრილს რო კაცი მთავარის ჟურნალისტს დაუჯერებ...მეტის ღირსი ვარ. პ.ს. პოსტი არ არის პირბადეების ავკარგიანობაზე, მაგას ისედაც სერტიფიკატი ადასტურებს და ვისაც უნდა დაიჯერებს, ვისაც უნდა - არა. საუბარია, ეგეთი ხარისხით ინფორმაციის დამახინჯებაზე, გადაკეთებაზე და მოკლედ, მამაძაღლობაზე.
0