40 ჩითილი ოჯახზე - ახალი ინიციატივა აჭარაში
Batumi Daily
რამდენიმე დღის შემდეგ, რაც აჭარის სოფლებში ოჯახზე 7 ჩითილის დარიგება დაიწყო, მთავრობამ ბიუჯეტი გაზარდა. კერძოდ, ახლა უკვე 40 ჩითილი დაურიგდება თითო ოჯახს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 111 000 ლარის ბოსტნეულის თესლს ყიდულობს, შემდეგ კი მათ დაარიგებს. აქამდე, მხოლოდ კიტრის ჩითილი დარიგდა. ამ ეტაპზე, იგეგმება ასევე პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის თესლის შეძენა.
"ვინაიდან ჩითილის წარმოებისთვის საჭიროა 30 დღე, რეგიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩითილის ღია გრუნტში გადატანა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 10 ივნისისა" - ნათქვამია განცხადებაში. "ბათუმელების" ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე თითო ოჯახს პომიდვრის 30 ჩითილი ურიგდება.
ჩითილის დარიგება კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გადაწყდა. ადრე მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ოჯახზე 7 ჩითილი რიგდებოდა და რამდენიმე ოჯახს 7-ზე ნაკლებიც კი შეხვდა, კრიტიკა გამოიწვია.
#ჩითილი #აჭარა #აგროკულტურა #batumidaily