თურქეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
თურქეთის სანაპირო რეგიონებში სტიქიას ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით გაზრდილია მსხვერპლთა რაოდენობა.
ქალაქ იუსუფელში ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, ისინი ორი ოჯახის წევრები არიან.
ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ისინი იუსფელი - ართვინის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპნენ. ართვინში ელოდებიან ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ სამაშველო ჯგუფებს 12 სოფლამდე მისვლა უჭირთ.
ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში დაიტბორა და დაზინდა სახლები, მანქანები, ასევე იუსუფელში მშენებარე ჰესის სპეცტექნიკა და საოფისე შენობები. არიან დაშავებულები.