რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის შვილიშვილი

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის შვილიშვილი, ნიტა ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბებია კლინიკაში ოთხშაბათს გადაიყვანეს, მანამდე კი, 11 მარტის შემდეგ ის სახლიდან არსად გასულა. ნიტა ხაბეიშვილი ამბობს, რომ ძალიან ნაკლები შანსია, მისგან ინფექცია ვინმეს გადასდებოდა, რადგან ბოლო დღეებია, ოჯახს სხვა ადამიანებთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონია. „ოთხშაბათს, დილას დაუდასტურდა ბებიაჩემს კორონავირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ იტანს ვერც გუდე და ვერც მე მსგავს საჯარო მიმართვებს, სამწუხაროდ, მომიწია. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ექიმებს. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, იმაზე თუ ნერვიულობთ ვინმე, რომ ჩვენგან ვინმეს კორონავირუსი გადაგედებოდათ, დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ არა. აი რატომ – მოგეხსენებათ დაავადება გადამდებია სიმპტომის გამოჩენამდეც 48 საათით ადრე, მაგრამ: 1. ბებიაჩემი 11 მარტიდან სახლშია და ოთხშაბათს გადაიყვანეს კლინიკაში ამიტომ გარე კონტაქტი არავისთან არ ჰქონია. 2. მე სახლში ვარ 15 მარტის შემდეგ და დღემდე არანაირი სიმპტომი არ მაქვს, ამიტომ ერთადერთი ვისაც შეიძლება რამე გადავდო ისევ ჩემს მშობლებს. 3. ჩემი მშობლები სახლში არიან სამშაბათის შემდეგ და დღემდე არცერთ მათგანს არ აქვს სიმპტომი. ასე რომ, თუ რომელიმეს რამე სიმპტომი გამოგვივლინდება და კორონავირუსი დაგვიდასტურდება, თქვენის ნებართვით, ამას საჯაროდ აღარ გავახმოვანებ და მშვიდად გადავაგორებთ ამ ვირუსს მთლიანი ოჯახი ყოველგვარი პანიკის გარეშე. მადლობა“, – წერს ნიტა ხაბეიშვილი.
0