სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან კაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა.
ცხელების ცენტრიდან კი კაცი ქუთაისის ინფექციურ საავაფმყოფოში გუშინ შეიყვანეს, სადაც უკვე მოთავსებულია მისი მეუღლეც. ქალის ბიოლოგიური ნიმუში ასევე გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.
ეპიდემიოლოგები 67 წლის კაცის კონტაქტებს სწავლობენ, რადგან მისი დაინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია. ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში ცხოვრობდა. შესაბამისად, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
#ქუთაისი
#კორონავირუსი
#კოვიდ19