საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის, 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 222 143 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 206 313 გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1 019 პაციენტის მდგომარეობა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი. 1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 6 451 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 427 პირი, თვითიზოლაციაში კი 35 123.
0