ნათელაშვილი: პარტიული დაფინანსების მისაღებად პარლამენტში შესვლა საჭირო არაა

Tbilisi Daily

პარლამენტში შესვლა საერთოდ არ არის საჭირო იმისთვის, რომ პარტიული დაფინანსება მიიღო“, – ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი. შალვა ნათელაშვილის გაღიზიანება იმ ჟურნალისტის კითვხამ გამოიწვია, რომელიც დაინტერესედა – ვინაიდან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აპირებს თუ არა „ლეიბორისტული პარტია“ ამავე შედეგების მიხედვით მოითხოვოს პარტიული (საბიუჯეტო) დაფინანსება ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ამ კითხვას „ლეიბორისტების“ ლიდერის გაღიზიანება მოჰყვა და განაცხადა, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად პარლამენტში შესვლა საჭირო არ არის. „რადგან შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია, ამიტომ ითხოვს ხელახალ არჩევნებს და ივანიშვილის მოუსავლეთში წასვლას. ყველა კაპიკს, ყველა ცენტს, რომელიც პარტიებს დააკლდათ გაყალბებული არჩევნების შედეგად, ივანიშვილის „ქართუ“ ბანკიდან ამოვიღებთ და დავუნაწილებს პარტიული აქტივის შემადგენლობებს“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა. არჩევნების შედეგების ბოიკოტირების მიუხედავად ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით უკვე მიმართა. მიღებული ხმების შესაბამისად ოპოზიციიდან ყველაზე მეტი წლიური დაფინანსება – 2 მილიონ 300 ათას ლარამდე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო, ყველაზე ნაკლები კი „ლეიბორისტულ პარტიას“ – 290 ათას ლარამდე. დაფინანსების მოთხოვნით ცესკოში განაცხადი ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომელთაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან გამოეყოფათ შემდეგი თანხა: „სტრატეგია აღმაშენებელი“ (გიორგი ვაშაძე) – 940 000 ლარი; „კანონი და სამართალი“ (თაკო ჩარკვიანი) – 104 000 ლარი; „ევროპული საქართველო“ (ბაქრაძე-უგულავა-ბოკერია) – 1 მილიონ 124 ათასი ლარი. „პატრიოტთა ალიანსი“ (ინაშვილი-თარხან მოურავი) – 1 მილიონ 43 ათასი ლარი. ასევე საბიუჯეტო დაფინანსება უკვე მოითხოვეს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბლოკში („ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიცია) შემავალმა პარტიებმა: „რესპუბლიკური პარტია“ – 204 000 ლარი. „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 000 ლარი. „ევროპელი დემოკრატები“ – 360 000 ლარი. „პროგრესი და თავისუფლება“ – 12 000 ლარი. საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს: „ლეიბორისტულ პარტია“ – 290 000 ლარი. „გირჩი“ – 778 000 ლარი. „ლელო“ – 803 000 ლარი. „ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 497 000 ლარი.