ცნობილია სპორტსმენის დაინფიცირების წყარო და კლასტერი.

0
ცნობილია სპორტსმენის დაინფიცირების წყარო და კლასტერი. დადგინდა სპორტსმენის დაინფიცირების წყარო და კლასტერი, ასევე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც შეიძლება იყოს ინფიცირებული. ჯადაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა დადგენილია როგორც წყარო, ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფიცირებულნი. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ.” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენს კონტაქტი სამ მუნიციპალიტეტთან: ზუგდიდითან, ჩხოროწყუსა და წალენჯიხასთან ჰქონდა. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, სპორტსმენს მუნიციპალიტეტში 3 ადმიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პირდაპირი კონტაქტი მუნიციპალიტეტთან არ ჰქონია. "ამ პაციენტმა და მისმა ბიძაშვილმა თუ თანასოფლელმა, იმგზავრეს ერთად 27 მარტს თბილისიდან ზუგდიდამდე. სპორტსმენთან ერთად ვინც იმგზავრა, ის არის ჩხოროწყუელების სიძე. ამ სიძესთან სტუმრად იყვნენ ჩხოროწყუელები, ოთხი ადამიანი. გამოდის კონტაქტის კონტაქტი. მაგრამ ჯერ დასადგენია, იმ პიროვნებას, იმ სპორტსმენს რა დროს გამოუვლინდათ კლინიკური ნიშნები. ჩაღრმავებული კვლევით გაირკვევა, ინფიცირებულთან ვის ჰქონდა კონტაქტი. თუ საჭიროდ ჩათვლიან, გადაიყვანენ საავადმყოფოში და ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება", - განაცხადა ნინო ჯომიდავამ. ზუგდიდი
#ჩხოროწყუ
#წალენჯიხა
#ზუგდიდიმერი
#სამეგრელოზემოსვანეთი
#კორონავირუსი
#დაინფიცირებული
#სპორტსმენი
#zugdididaily
0