საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი რეისები განხორციელდება

0
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი - პარიზი-თბილისი ; 18 აპრილი - თელავივი-თბილისი ; 21 აპრილი - რომი-თბილისი. საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”, ავიარეისებზე ბილეთები რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე გაიყიდება, მისი ფასი კი 199 ევროთი განისაზღვრება. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
#რეისი
#საგარეოუწყება
#Georgianairways
#tbilisidaily
y
0