იტალიაში მაფიის შემოსავლები იზრდება

0
მწერალმა რობეტო სავიანომ, რომელიც ცნობილი ბესტსელერის „გომორა“-ს ავტორია განაცხადა, რომ იტალიაში მაფია მძლავრდება. მაფიოზები ცდილობენ ნარკოტიკის გაყიდვას და არეულობის სათავისოდ გამოყენებას. ასევე იზრდება იმ ბიზნეს სექტორებისა და დაწესებულებების რიცხვი, რომელსაც იტალიური მაფია აკონტროლებს. მაფიოზები ინტერნეტის მეშვეობით ყიდიან პირბადეებს , რომლებიც საავადმყოფოებისთვის იყო განკუთვნილი. ასევე ქალაქს ამარაგებენ საკვები პროდუქტებით , რომელსაც არალეგალური გზით ისაკუთრებენ. სამხრეთ იტალიაში მაფიის წევრები თავს პიცის მიმტანებად ასაღებენ, გადაადგილდებიან თავისუფლად მოპედებით და ამ პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი ნარკოტიკი მარიხუანა მისამართებზე მიაქვთ. პალერმოსა და ნეაპოლში არცერთი დღე არ გასულა აფთიაქების დაყაჩაღების გარეშე. ეპიდემიის ჩავლის შემდეგ კი ნარკო მოვაჭრეების ბუმს ელოდებიან.
#Italy
#coronavirus
#covid19
#headline
#იტალია
#ნარკოდანაშაული
#იტალიურიმაფია
0