მეუფე გრიგოლი – ვისაც შეუძლია, პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება ამცნო

0
ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს პატრიარქი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. , , ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ყველაფერი ის რაც ეხება თითოეულ მოქალაქეს გვეხება ჩვენც ბუნებრივია. კანონებს ჩვენ არ ვადგენთ. თავისთავად ცხადია ვექვემდებარებით კანონის მოქმედებას, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ საზოგადოების კეთილდღეობისკენ სწრაფვას. რაც შეეხება ღვთის მსახურებას, ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გრტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია ეს პასიუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს პატრიარქი. რადგან, ორი კაცი შეიკრიბება თუ, ათი კაცი, მღვდელმთავრები, ეს არ იქნება მთლიანად ეკლესიის ხმა და არ იქნება საერთო სულისკვეთების გამომხატველი. აქედან გამომმდინარე, ვითვალისწინებთ რა, რომ საგანგებო ვითარებაა, ასე ვთქვათ ფორსმაჟორი არის, როგორც იტყვიან, სინოდი ვერ შეიკრიბება, თუნდაც იმ სფრთხეებიდან გამომდინარე, რაზეც საუბარია. ალბათ კათოლიკოს პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას. ის ადამიანები, ვინც ებრძვიან ამ ვირუსებს და მკურნალობენ ადამიანებს, თუ ისინი ამბობენ, როგორც პატრიარქი გვეტყვის ისე მოვიქცევითო, მე როგორ ვიტყვი ახლა მღვდელ მთავარი…. რა თქმა უნდა ამ ფორსმაჟორში მისი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება, “- განაცხადა მეუფე გრიგოლმა. მეუფე გრიგოლის თქმით, თუ ადამიანებს ექნებათ ტაძარში მისვლის შესაძლებლობა, სააღდგომო ლიტურგია აუცილებლად ტაძრის გარეთ ჩატარდება. , , ნებისმიერ შემთხვევაში თუ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ტაძარში მოსვლისა, მაშინ მსახურება გაიმართება გარეთ აუცილებლად . ეს დიდი ალბათობით ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს იქ სადაც წყალკურთხევის ემბაზია, შეიძლება იქ აღსრულდეს მსახურება, სადაც ირგვლივ დიდი სივრცეა და ადამიანებს ექნებათ საშუალება დაესწრონ, თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ მათ. თუ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ უამისოდ, შესრულდება. უსისხლო მსხვერპლშეწირვა, რასაც ჩვენ ლიტურგიას ვეძახით აუცილებლად შესრულდება, “- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
0