ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი მამაკაცი გორის რაიონის მაცხოვრებელია. ინფიცირებული 53 წლისაა, იგი სატვირთოს მძღოლია და ვირუსული ინფექცია Covid 19 ტვირთის გადაზიდვისას, სოხეთში დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია სად მოხდა პაციენტის ინფიცირება – საქართველოში თუ სომხეთში.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. პაციენტი ამჟამად სომხეთის ერთ-ერთი კლინიკის სტაციონარშია მოთავსებული.
, , აღნიშნული პირი, საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა სომხეთის საზღვარზე შესვლისას, გადაიყვანეს კლინიკაში სადაც ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად მამაკაცი მოთავსებულია სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში სადაც მკურნალობა უტარდება.
აღნიშნული პირი სომხეთში მანამდეც იმყოფებოდა, შესაბამისად ამ ეტაპზე რთულია იმის დაზუსტებით თქმა, სად მოხდა მისი ინფიცირება. დადგენილია კონტაქტში მყოფთა წრე და ყველა მათგანი – ოჯახის წევრებიც და კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა მარი გიუნაშვილმა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ინფიცირებულის შვილს ტესტი ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითია, ახლა ექიმები სატვირთოს მძღოლის მეუღლის ტესტის პასუხს ელოდებიან.
https://primetime.ge/gorel-mamakatss-koronavirusi-koronavirusi-somkhetshi-daudginda/