შუახევში სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შუახევში კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას კომპანია ''ევექსის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომსხვა თანამშრომლებს პისიარ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. კვლევის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. კლინიკა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსიდაუდგინა ''ევექსის''ბათუმის ფილიალის სამ თანამშრომელსაც, რის გამო კლინიკა დროებით დაიკეტა.