პენიტენციური სამსახურის განცხადება მატროსოვის ციხის დაცლასთან დაკავშირებით
209 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. მათი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ შენობა მოძველებულია.

უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული რუსთავში

#12

და

#16

დაწესებულებებში გადაანაწილეს. მათივე თქმით, 1 მაისიდან ლიკვიდირებული N9 დაწესებულება, ანუ მატროსოვი N12 დაწესებულებას შეურთდება

"ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს", — აცხადებენ უწყებაში.


Mediamall
Tbilisi · 5 months ago
4
Write a comment
Similar Posts