დიდი ბრიტანეთიდან ბათუმში 180 საქართველოს მოქალაქე ჩამოიყვანეს

0
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები სპეციალური რეისით დაბრუნდნენ. 180 მგზავრი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა” ჩამოიყვანა. საქართველოს მოქალაქეებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური აღჭურვილობით მედიკოსები დახვდნენ, თერმოსკრინინგის შემდეგ კი მგზავრები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ცნობისთვის, აჭარაში 25 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2050 მოქალაქე იმყოფება. შეგახსენებთ უახლოეს დღეებში განსახორციელებელი ფრენების განრიგს: 7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways 10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე, ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე. ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0