ივანიშვილი აღარ იქნება ხვალ და თქვენი თანამემამულეებისთვის თვალებში შეხედვა შეგრცხვებათ - სააკაშვილი

0
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს, საქართველოს საელჩოებმა წერილით უნდა მიმართონ რომელიმე ქვეყნის აეროპორტს და გარდა ამისა, საჭიროა გაიხსნას თბილისის აეროპორტი. , , დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება - ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანის ჩამოყვანით. ეს ხალხი უფასოდ მოგვყავს საქართველოში, ” - აცხადებს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება მთავრობის მეთაურის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ მათ არსებული თანხა სპეციალურად შექმნილ ფონდში გადარიცხონ. სააკაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებსა და ქვეყნის მეგობრებს ვერ აკადრებს ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვას. , , ამას ბანალური გადაგდების გარდა ხომ არაფერი ჰქვია. მათ გვითხრეს, რომ ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ თვითონ ჩამოვიყვანთო. მე ვერ ვაკადრებ ჩვენს მეგობრებს მთელს მსოფლიოში ვინც გვეხმარება, რომ ახლა თურმე ივანიშვილს უნდა გადავურიცხოთ კიდევ მათი ფული. მათ გადმორიცხეს ფული იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ საქართველოში. რაც შეეხება ივანიშვილს, ივანიშვილმა გადმორიცხოს ფული და არამხოლოდ რეისების... გადმორიცხოს ფული იმ ათეულობით ათასი ოჯახის გადასარჩენად, რომლებიც მან ბოლო დღეებში უმუშევრად დატოვა. შეწყვიტოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით ფულის კეთება. ამ კაცმა გუშინაც კი ისარგებლა სიტუაციით და მორიგი ნებართვა „დაითრია“ რაჭაში ჰესის ასაშენებლად და ჯიბეში ჩაიდო. ეს კაცი ამ დღეებშიც დაათრევს ხეებს. ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა. შევწყვიტოთ ტყუილების ლაპარაკი, ხალხო. ივანიშვილი აღარ იქნება ხვალ და თქვენი თანამემამულეების თვალებში შეხედვა შეგრცხვებათ, ” - განაცხადა სააკაშვილმა.
#ენმ
#სააკაშვილი
#ივანიშვილი
#TbilisiDaily
y
0