საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 911-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 421 ადამიანი, 45 კი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში covid-19-ის 63650 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 47390 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 566 დაიღუპა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2656 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4878, კოვიდ სასტუმროებში კი 3181 პაციენტია მოთავსებული.