კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
173 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ დროისთვის უკვე შვიდი პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში სამწუხაროდ გაიზარდა რიცხვი და არის შვიდი პაციენტი. კარგად იცით, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ პაციენტებს. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორიული დისტრესი გემოდინამიკის რღვევით“ , – აღნიშნა რატიანმა.

#coronavirus #covid19 #stopcovid19 #pandemy
Mediamall
Tbilisi · 5 months ago
1
Write a comment