პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცი იმყოფება.
რატიანის თქმით, პაციენტთან გამოვლენილია მწვავე რესპირატორული დისტრესი და მისი მდგომარეობა დინამიკაში უარესდება.
„ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ, არის ახალგაზრდა მამაკაცი 42 წლის, რომელიც გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, აქაც დადასტურებულია კოვიდინფექცია. გუშინვე, შემოყვანისას, კომპიუტერული ტომოგრაფიით პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესსინდომი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკით გვაქვს. მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებისა, ნებიმიერ დროს შესაძლებელია, პაციენტი გადაყვანილი იქნას აპარატზე“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#georgia