სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტის დაბრუნება სამართლიანი იყო - ზელენსკი

Pirveliradio Ge

ვლადიმირ ზელენსკის არ ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, რადგან ის მისი მეგობარი არასდროს ყოფილა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Украинская правда“-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის ინფორმაციით, ის ჯერ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას განიხილავდა, მაგრამ ამას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურმა“. საბოლოოდ კი მან რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მიიღო. „ვერ გახდა ვიცე-პრემიერი, რადგან ურთიერთობა იყო სხვადასხვა - მკვეთრიც და სხვადასხვაც ჩვენ ფრაქციაში. სურს მას რეფორმებით დაკავდეს? აი, რეალობა, რომელშიც მას ამის გაკეთება შეუძლია და მერე მე მას სხვა თანამდებობა შევთავაზე“ , - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ განმარტება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სამართლიანი ნაბიჯი იყო. http://pirveliradio.ge/?newsid=145418