ნიდერლანდებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 766-მდე გაიზარდა

0
ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 766-მდე გაიზარდა, აქედან 115 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ბოლო ერთ დღეში ნიდერლანდებში „კოვიდ-19“ 1 224 პაციენტს დაუდასტურდა. ამგვარად, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 17 851 შემთხვევა. ბოლო ორ კვირის მანძილზე ნიდერლანდებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ყველაზე მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. სულ საავადმყოფოში ბოლო ერთ დღეში 253 ადამიანი გადაიყვანეს.
#ნიდერლანდები
#კორონავირუსი
#კოვიდ19
0