მზად ვართ, შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას - გრიგოლ ვაშაძე

0
, , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაუკავშირდეს იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს იმისათვის, რომ უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფს“ მიეცეს ამ ფრენების განხორციელების საშუალება. , , საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საკონსულოებს და საელჩოებს აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია იმის გათვალისწინებით, რომ უპირველეს ყოვლისა ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები უნდა მოხვდნენ ამ სიებში“, -განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული სიები უკე მიწოდებულია და საუბარია 4 000-ზე მეტ ადამიანზე. ვაშაძის განცხადებით, ახლა გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივაა. , , ვერც ერთი ფიზიკური პირი და პოლიტიკური პარტია ამას ვერ გააკეთებს, თუ ხელისუფლების თანხმობა არ იქნება და ბოლოს, რომ მოვხსნათ ყველა ბარიერი და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი თანხა გადმოვურიცხოთ ხელისუფლებას. ერთადერთი პირობაა, ფინანსები გამოიყოფა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს უკრაინულ ავიაკომპანია „სქაიაფთან“ კონტრაქტზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
#გრიგოლვაშაძე
#ენმ
#ფრენები
#რეისები
#მთავრობა
#საგარეოუწყება
#tbilisidaily
y
0