მარნეულის მერი ზაურ დარგალი StopCov ფონდში 3 თვის განმავლობაში ხელფასიდან 1 366 ლარს გადარიცხავს

0
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, მმართველი გუნდის ინიციატივას მიესალმება და ხელფასის 1/3 გადარიცხავს სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „მსურს ჩემი გუნდის სახელით სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, შევუერთდე მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას და ამიტომ მზად ვარ, ჩემი პირადი, დამატებითი წვლილი შევიტანო ეპიდემიის პრევენციის საქმეში, და სამი თვის განმავლობაში ჩემი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხო კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში", - განაცხადა დარგალმა.
#ხელფასის1
/3
#გადარიცხვა
#დახმარება
#კორონავირუსი
#MarneuliDaily
0