დღის ფოტო

0
იტალიელმა მღვდელმა იმ მორწმუნეთა ფოტოებთან წირა, ვინც ტაძარში ვერ მივიდა. წირვის დროს ტაძარი ცარიელი იყო - მრევლის ფოტოები მღვდელმა სკამებზე დაალაგა. როგორც ჯუზეპე კორბარიმ CNN- უთხრა, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ 24 თებერვლის შემდეგ წირვა მრევლის გარეშე ტარდება. "თავიდან თავს იზოლირებულად ვგრძნობდი, ეს რეალურად არ მეჩვენებოდა", - თქვა ჯუზეპე კორბარიმ. მისივე თქმით, როდესაც მრევლს ფოტოების გაგზავნა სთხოვა, პასუხს, რომელიც მიიღო, არ ელოდა. "ასეთ ერთობლივ რეაქციას არ ველოდი. უამრავი ფოტო მივიღე და ამოვბეჭდე... ახლა ვხედავ, რომ სხვა მრევლი, მსოფლიოს გარშემოც კი, იმავეს აკეთებს", - თქვა მან.
#italy
#coronavirus
#covid19
#stopcovid19
0