ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან სამი მამაკაცი გადაიყვანეს.

0
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან სამი მამაკაცი გადაიყვანეს. დღეს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან სამი საშუალო ასაკის მამაკაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ორ მამაკაცს, რომლებიც ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს, სავარაუდოდ ისევ საკარანტინო ზონაში დააბრუნებენ. ერთი კი დიდი ალბათობით ინფექციურ საავადმყოფოში დარჩება. მისი მდგომარეობა სიმპტომურია. სამივე მამაკაცი ზუგდიდელია და მათ კავშირი ჰქონდათ სოფელ ლიაში 28 მარტს სტუმრად მყოფ პირთან, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
#ზუგდიდი
#ანაკლია
#საკარანტინოზონა
#ინფექციურისაავადმყოფო
#ლაბორატორია
#კორონავირუსი
#zugdididaily
0