საქართველოს პატრიარქი ილია მეორე – 2010 წელი 3 ოქტომბერი
მიმართვა ემიგრანტებს:
„ერის დიდი ნაწილი მიდის უცხოეთში. რა უნდა გააკეთოს იმ ერმა, რომელიც მცირერიცხოვანია? თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა შეისისხლხორცოს თავის სამშლობლო, თავის სამშობლოს ნაწილი უნდა იყოს. სამშობლოს გარეთ არ უნდა შეეძლოს თავისი არსებობა. ქართველმა საქართველო ლუკმა-პურისთვის არ უნდა დატოვოს. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. ქართველები აგზავნიან მცირეწლოვან შვილებს უცხოეთში სასწავლებლად. ჯერ არ არის დამტკიცებული ადამიანი სულიერებაში, კულტურაში და ის მიდის სულ უცხო ქვეყანაში, სადაც ოფიციალურია ურთიერთებია“
ილია მეორე
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე – 2016 წელი 27 მაისი
მიმართვა ემიგრანტებს:
„მე არ მემეტებით იმისთვის, რომ თქვენ იქ დარჩეთ. ჩვენ გელოდებით სამშობლოში თქვენი შვილებით, ოჯახით. ჩვენი სამშობლოს კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. ჩამოდით და უპატრონეთ ჩვენს სამშობლოს. მე მინდა, გითხრათ დიასპორაში მყოფ ქართველებს, რომ ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ბიზნესმენების, ჩამოდიან, ქმნიან ბიზნესს. ისე არ გამოვიდეს, რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ, ყველაფერი დაკავებული იყოს“
ილია მეორე
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე – 2017 წელი 27 მაისი
მიმართვა ემიგრანტებს:
„რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ – იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის. და მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც თქვენ სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა“
ილია მეორე
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე – 2019 წელი 8 დეკემბერი
მიმართვა ემიგრანტებს:
„სოფლის მოსახლეობა და ქალაქისა მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს, სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს მადლი. გეძლევათ ლოცვა – კურთხევა მთელ საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი“
ილია მეორე
https://primetime.ge/katolikos-patriarqis-ilia-meores-rchevebi-emigrantebs/