სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ინფიცირებული  ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაშია

0
სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი ქუთაისის ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. ცხელების ცენტრიდან კი კაცი ქუთაისის ინფექციურ საავაფმყოფოში გუშინ შეიყვანეს, სადაც უკვე მოთავსებულია მისი მეუღლეც. ეპიდემიოლოგები 67 წლის კაცის კონტაქტებს სწავლობენ, რადგან მისი დაინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია.
0