ზურაბიშვილი „სახლში დარჩენილ“ მოსახლეობას წასაკითხ წიგნებს ურჩევს

0
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს. ის საზოგადოებას სახლში დარჩენისა და სულხან საბა ორბელიანის კითხვისკენ მოუწოდებს. „საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად. შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს; ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს; სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე; ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული; ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა; რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს; ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს; შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი; შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი; ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული; შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს“.(საბა-სულხან ორბელიანი) მდიდარი ენა ….
#დარჩისახლში
#ბევრიწასაკითხია
“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. პრეზიდენტის სოციალური აქტიურობა ამ თემაზე ახალი არ არის.
0