კარანტინის რეჟიმი 8 დღემდე შემცირდება

Tbilisi Daily

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კა­რან­ტი­ნის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა შემ­ცირ­დეს. გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, 12-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მი 8 დღემ­დე შემ­ცირ­დეს. „კა­რან­ტი­ნი 14 დღი­დან 12 დღემ­დე შემ­ცირ­და, ახლა რამ­დე­ნი­მე მე­ქა­ნიზ­მია და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, იგი­ვე 8 დღე და შემ­დეგ ტეს­ტი­რე­ბა, ან კი­დევ სხვა მიდ­გო­მე­ბი. გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ. კი­თხვა­ზე, თუკი შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა და­ფიქ­სირ­დე­ბა, რამ­დე­ნად არის ამის­თვის ქვე­ყა­ნა მზად, გამ­ყრე­ლი­ძე პა­სუ­ხობს, რომ „სის­ტე­მა დღეს ბევ­რად უკე­თე­სად არის მზად, ვიდ­რე ეს იყო თე­ბერ­ვალ­ში, მარტსა და აპ­რილ­ში“, თუმ­ცა, იქვე დას­ძენს, რომ „ამ ქვე­ყა­ნა­ზე იდე­ა­ლუ­რი არა­ფე­რია“. გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა შე­ე­გუ­ოს კო­რო­ნა­ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას. „ეს არის გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი სლო­გა­ნია - ვის­წავ­ლოთ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად. კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია არ გაქ­რე­ბა არც ერთ თვე­ში და არც ხუთ თვე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 1 წელი, წე­ლი­წა­ნა­ხე­ვა­რი მოგ­ვი­წევს მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც ვცხოვ­რობთ გრი­პთან ერ­თად, დი­ა­ბეტ­თან ერ­თად, სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­თან ერ­თად, ხომ არ ვკე­ტავთ ქვე­ყა­ნას? უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა გაჩ­ნდა, არ­სე­ბობს და არ მო­ის­პო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით, ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის ეტი­ოტ­რო­პუ­ლი წა­მა­ლი ან ვაქ­ცი­ნა. თუ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მოხ­და არა­ვი­თარ ჩა­კეტვებ­ზე და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი არ იქ­ნე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია, რომ დრო­ზე გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და მო­ვახ­დი­ნოთ ამ ადა­მი­ან­თა იზო­ლა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა მიკ­რო­ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბას, რაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო მეს­ტი­ა­ში, ყა­რა­ჯა­ლა­ში ბოლ­ნის­ში და სხვა­გან, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს, მაგ­რამ არა ისე­თი მას­შტა­ბით, რომ ჩვენ ბა­თუ­მის ან აჭა­რის ჩა­კეტ­ვა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.