კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინდა

0
კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც იუწყებიან, მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მას „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ მიტროპოლიტმა პაველმა ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ ონუფრისთან ერთად ჩაატარა.
#ukrain
#kiev
#coronavirus
#covid19
#stopcovid19
0