ვოლგოგრადში 62 წლის მძღოლი დააჯარიმეს შეძახილისთვის "დიდება უკრაინას!"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ვოლგოგრადის სასამართლომ 15 ათასი რუბლით დააჯარიმა 62 წლის ალექსანდრ სემშჩიკოვი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მუხლით. საოლქო სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, ამის მიზეზი გახდა 2022 წლის მაისში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სემშჩიკოვმა, რომელიც  სატვირთო ავტომანქანა "კამაზს" მართავდა, სამხედრო კომისრის, ივან რინინის დანახვაზე ფანჯრიდან დაიყვირა "დიდება უკრაინას"! სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ "გულწრფელად ნანობს ჩადენილ საქციელს". როგორც სასამართლოზე წარმოდგენილი ჩვენებებით გაირკვა, სემშჩიკოვმა ასეთი შეძახილით გამოხატა პროტესტი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სპეცოპერაციის გამო, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. უფლებადამცველების თქმით, მაისის ბოლოს რუსეთში 2100-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს წაუყენებს ბრალი რუსეთის არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით, ხოლო მათთვის დაკისრებულმა ჯარიმამ, ჯამში შეადგინა 25 მილიონ რუბლზე მეტი.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31924485.html

Source: radiotavisupleba.ge