ინფორმაცია მათთვის, ვისაც სპექტაკლები მოენატრა
Tbilisi Daily
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბათუმის დრამატული თეატრი მაყურებლებთან შესახვედრად ემზადება. "ელექტრას ომი“ – ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით
სპექტაკლი საქართველოში პირველად იდგმება. პრემიერა 17 და 18 ივლისს ღამის 10 საათზე, ბათუმში, ღია ცის ქვეშ შედგება. რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა ადგილი დრამატული თეატრის სიახლოვეს შეარჩია, სადაც სკვერი, ქუჩის ელემენტები და პარკინგი, სპექტაკლის მიზანსცენების ბუნებრივ გარემოს შექმნის. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.