ძარცვა სენაკში.

Zugdidi Daily

დღის საათებში სენაკში ერთ კვირაში უკვე მორე შეიარაღებული ძარცვის შემთხვევა მოხდა. თავდამსხმელებმა ამჯერად ბაჩანა გვილავას ოჯახი დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს სახლში შეჭრისას ბინაში მხოლოდ ასაკოვანი ქალი დახვდათ. არსებული ინფორმაციით გვილავას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესი აქვს. არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში მასალის შესაძენ ფულს ინახავდა. სენაკში ამბობენ, რომ გვილავა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და მას ტენდერებიდან საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. სხვა დეტალებზე აქ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ. #სენაკი #სამეგრელო #ძარცვა #შეიარაღებულიძარცვა #გამოძიება #შსს #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com