7 votes
0 comments
0 shares
Save
საელჩო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
203 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩოს ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები”.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ბილეთები ორი დღით ადრე ავიაკომპანიის ვებგვერდზე გაიყიდება.

„გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

#italy #georgia #fly #georgianairways
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მიმართვა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველის საელჩო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციაში იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც 15 დღით აიკრძალა ავტომობილების შესვლა და გამოსვლა. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის შემდეგ ქალაქებში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.#turkey #georgia #stopcovid19 #covid19 #coronavirus
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ათენიდან ჩამოიყვანს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ინტენსიურად მუშაობენ. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში ეტაპობრივად ჩამოიყვანენ, რათა ჯანდაცვის სისტემა მომზადებული იყოს. „უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვახერხეთ 3000-მდე ჩვენი მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ეს სია საკმაოდ ვრცელია. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად, რათა უახლოესი დღეებისა და კვირეების განმავლობაში იყოს კონკრეტულად გაწერილი „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ის მიმართულებები, რა მიმართულებებიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეები ეტაპობრივი გამოყვანა. ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა, რადგანაც აუცილებელია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. როგორც ცნობილია, უცხოეთის მოქალაქეებისათვის ჩვენი საზღვარი დაკეტილია, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ისინი გადიან მხოლოდ 14 დღიან აუცილებელ საკარანტინო პროცედურებს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია, იყოს დაცული ზუსტი თანაფარდობა არსებულ სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის. მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის დავალებით მთელი ღამე ვმუშაობდით ჩვენს „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად და შედგენილია გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომლის განმარტებით, კვირის განმავლობაში ორი რეისი შესრულდება. მინისტრის თქმით, მთავრობა უახლოეს ორ კვირაში საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ათენიდან და ლარნაკადან ჩამოიყვანს. „დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და წაიყვანენ საქართველოდან საკუთარ მოქალაქეებს. 26 მარტს განხორციელდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლოდ 31 მარტს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი. ასევე კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 3 აპრილს განხორციელდება თბილისი-ვარშავა-თბილისის რეისი, ხოლო 7 აპრილს განხირციელდება თბილისი-ათენი-თბილისის რეისი. ასევე 10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკა-თბილისის რეისი. ეს არის ის უახლოესი ორი კვირის განრიგი, რისი შესაძლებლობაც არსებობს ამ სიტუაციაში, რომ ჩვენ ეტაპობრივად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა ჩვენ ვმუშაობთ შემდგომი რეისების დაგეგმვაზე შემდეგი კვირების განმავლობაში, რათა ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრი ამბობს, რომ ბილეთების ფასი გაკონტროლდება და ის 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. „ასევე, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, და ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რომ ბილეთის თანხა არ აღემატებოდეს 199 ევროს, ეს უნდა დაიცვას იმ ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ აუცილებელია, ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მხრიდან“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.#georgia #germany #berlin #viena #amsterdam #warsaw #athens #gakharia #stopcovid19
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
იტალიაში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ !!!
📣იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი. „ბილეთები 2 დღით ადრე გაიყიდება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე! გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.#კორონავირუსი #საქართველო #იტალია
Pirveliradio Ge
Kvemo Kandaura · 1 month ago
27 მაისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნდებიან
საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 27 მაისს დაბრუნდებიან დელი-თბილისი-დელის ავიარეისით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, 2020 წლის 27 მაისს, ავიაკომპანია Air India-ს რეისით სამშობლოს დუბრუნდება 15 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც. ინდოეთის გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრანსპორტირება დელიში მოხდა საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით. „აღსანიშნავია, რომ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვისა და ინდოეთში გამოცხადებული კარანტინის შედეგად, ინდოეთის სხვადასხვა შტატში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო დახმარების გაწევისა და მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დახმარება გაეწია ინდოეთის სხვადასხვა შტატში მყოფ 43 საქართველოს მოქალაქეს. ინდოეთის მხარესთან კოორდინაციით, ყველა მოქალაქეს საელჩომ ხელი შეუწყო სავიზო პროცედურების მოგვარების საკითხში. გოას შტატში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო სასტუმროთი და საკვებით, ორი მოქალაქე საცხოვრებელი ბინით, ხოლო 17 მოქალაქეს ორჯერ გაეგზავნა ცხელი საკვები და საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგი“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, ასევე, 2020 წლის მარტის თვეში, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ინდოეთში საქართველოს საელჩოს (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში) ხელშეწყობით დახმარება გაეწია ტაილანდში მყოფ 24 საქართველოს მოქალაქეს. ხოლო, აპრილსა და მაისში, საელჩოს ძალისხმევით და საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ნიდერლანდებსა და კატარში საქართველოს საელჩოებთან და ავიაკომპანია KLM-თან და Qatar Airways-თან კოორდინაციით, ტაილანდიდან გამომგზავრება შეძლო საქართველოს 17-მა მოქალაქემ. ამასთან, საელჩომ დახმარება გაუწია ტაილანდში მყოფ საქართველოს 23 მოქალაქეს ვიზის გახანგრძლივების პროცესში. 2 მაისს საელჩომ უზრუნველყო ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე ჩარჩენილი საქართველოს შვიდი მოქალაქის ტრანსპორტირება ქ. ბანგკოკამდე, მათი საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფა 5 მაისს ტაილანდის დატოვებამდე.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი რეისები განხორციელდება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი - პარიზი-თბილისი ; 18 აპრილი - თელავივი-თბილისი ; 21 აპრილი - რომი-თბილისი. საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”, ავიარეისებზე ბილეთები რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე გაიყიდება, მისი ფასი კი 199 ევროთი განისაზღვრება. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.#რეისი #საგარეოუწყება #Georgianairways #tbilisidailyy
Travel With Me
Kutaisi · 16 hours ago
რა პირობებითაა შესაძლებელი მოგზაურობა ქართველებისთვის ამ ზაფხულში
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში. აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. წყარო: მე მოგზაური#მოგზაურობა #ახალიამბები #travel #travelwithme #news
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი რეისით საქართველოში ჩამოვა 181 თანამემამულე, რომელთა უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-იდან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ფრენები შესრულდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან, ასევე აშშ-იდან და ა.შ. „15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,046 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათივე ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
ჩარტერული რეისი ამსტერდამი-თბილისი
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი რეისით საქართველოში ჩამოვა 181 თანამემამულე, რომელთა უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-იდან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ფრენები შესრულდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან, ასევე აშშ-იდან და ა.შ. „15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,046 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათივე ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.#newsჩარტერული რეისი#ამსტერდამი-თბილისი#Tbilisi Daily#newsDaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ბულგარეთიდან სამშობლოში საქართველოს 92 მოქალაქე გამოემგზავრა
საქართველოს მთავრობა უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას აგრძელებს. ჩარტერული რეისით, რომელიც დღეს განახორციელა ავიაკომპანია „Myway Airlines-მა”, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში გამოემგზავრა საქართველოს 92 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. მათივე ცნობით, ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე შეადგენდა 100 ევროს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან. "ეს არის ბულგარეთიდან ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებულად გამომგზავრების მე-2 ეტაპი (დაახლოებით 2 კვირის წინ 90-მდე მოქალაქე სახმელეთო გზით დაბრუნდა სამშობლოში). დღევანდელი რეისის შესრულებამდე, საქართველოს საელჩომ ბულგარეთში დახმარება აღმოუჩინა საქართველოს 100-მდე მოქალაქეს (თავშესაფრის უზრუნველყოფით, მედიკამენტებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით). საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი ჩამოყვანა საქართველოში გრძელდება. ამ ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, სამშობლოში ჩამოყვანილ იქნა 4000-ზე მეტი მოქალაქე," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, როგორც ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი ნიკოლოზ წილოსანი აცხადებს, ის და რამდენიმე ქართველი მძღოლი ბულგარეთიდან საქართველოში ვერ ბრუნდებოდა შექმნილი ვითარების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა. "მე გესაუბრებით ყველა მძღოლის სახელით. ჩვენ ვიყავით ჩარჩენილები ქვეყანაში, ჩვენ ვართ მძღოლები და ჩარჩენილები ვიყავით ბულგარეთში, სახლებში ვერ ვბრუნდებოდით და მადლობა რომ დაგვეხმარეთ სამშობლოში დასაბრუნებლად," - განაცხადა ნიკოლოზ წილოსანმა. "ინტერპრესნიუსი"
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
საბერძნეთიდან საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე 17 პირი, 5 ფეხმძიმე დაბრუნდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით, რომლის მეშვეობით სამშობლოს დაუბრუნდა საქართველოს 185 მოქალაქე. მგზავრთა შორის იყო - ონკოლოგიური დაავადების მქონე 17 პირი; 5 ფეხმძიმე და მათი თანმხლები 4 პირი (მეუღლე, შვილი); ქრონიკული დაავადების მქონე 40 მოქალაქე; 18 არასრულწლოვანი და მათი თანმხლები 20 პირი; 14 მოქალაქე, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდა ქვეყნის დატოვებას და ჰყავს არასრულწლოვანი შვილები საქართველოში; 17 ხანდაზმული, 65 წელს გადაცილებული პირი; კორონავირუსის გავრცელებამდე საბერძნეთში ტურისტულად მყოფი საქართველოს 22 მოქალაქე, ვისაც შექმნილი სიტუაციის გამო აღარ გააჩნდა ფინანსური საშუალება და თავშესაფარი; ასევე, 28 პირი ვინც ტრანზიტულად მგზავრობდა საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდა ქვეყნის დატოვებას. ასევე, საელჩოს ორგანიზებით მოხდა ჯანმრთელობის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის მქონე პირების სპეციალური რეანომობილით ტრანსპორტირება აეროპორტამდე. ხოლო სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, მოხდა იმ ჩვენი თანამემამულეების ათენამდე ტრანსპორტირება, ვინც კორნონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების პირობებში ვერ ახდენდა დამოუკიდებელ საქალაქთაშორისო გადაადგილებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ. 5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,815 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.