დევნილთა კორპუსში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

Gori Daily

გორში დევნილთა კორპუსში მამაკაცი ხუთი დღის განმავლობაში არ გამოჩნდა. შედეგად, ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. 45 წლამდე ასაკის მამაკაცი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი ბინაში ახალი გადასული იყო. სამწუხაროდ, მშობლები არ ჰყოლია და არც დაოჯახებული ყოფილა. ________________ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #დევნილები #ახალიამბები #goridaily წყარო: Qartli.Ge